პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრული წესით და ფარგლებში, შპს „მისო ლიდერკრედიტი“-ს (შემდგომში - „ორგანიზაცია“ ან/და „ჩვენ“) მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომში - „მონაცემები“) დამუშავების გამჭირვალობას, თქვენთვის ფინანსური პროდუქტის მოწოდების/მომსახურების გაწევის მიზნით, შემდგომში გარიგების დასადებად.
ორგანიზაცია თქვენ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნების მისაღწევად.
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენს მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.
ორგანიზაციას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც გვეხმარება მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტებისათვის.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების სიზუსტეზე და საჭიროების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ მათი ცვლილების შესახებ.
შპს „მისო ლიდერკრედიტი“ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, საიდენტიფიკაციო კოდით: 406045649 და რომლის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, თამარ მეფის გამზირი, N11.
შპს „მისო ლიდერკრედიტი“ თქვენი მონაცემების დამუშავების პროცესში მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდება თქვენი პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური მონაცემების (მათ შორის და არა მარტო, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, ფინანსურ ინფორმაციას, ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ) დაცვის საკითხს და ვესწრაფვით დავიცვათ არა მარტო„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ, ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
ჩვენს შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://leadercredit.ge/ge/
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის (შემდგომში - პოლიტიკა) მიზანია განმარტოს, თუ როგორ, როდის და რა მიზნით ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ, მათ შორის, ვებსაიტის მეშვეობით. ასევე, პოლიტიკა მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემების დამუშავების პროცესთან.
კონფიდენციალურობის პოლიტიკით მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი – მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
მონაცემთა დამუშავება – მმონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია - შპს „მისო ლიდერკრედიტი“ [„ორგანზიაცია“ ან „ჩვენ“];
თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს;
მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით მომსახურების მოთხოვნის პროცესში, ჩვენი ფინანსური პროდუქტის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, ან ვიღებთ სხვადასხვა წყაროებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისთვის და მომსახურების გაწევის მიზნით. ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის,ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, წესითა და მოცულობით ვიღებთ:
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში და დაჯგუფებულია კატეგორიების მიხედვით.
| პერსონალური მონაცემების კატეგორიები | მონაცემები |
|---|---|
| მაიდენტიფიცირებელი მონაცემები | სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თქვენ მიერ წარმოდგენილ პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ან პასპორტზე დატანილი მონაცემები. |
| დოკუმენტური მონაცემები | პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტის ან პასპორტის, მართვის მოწმობის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი და სხვა დოკუმენტური მონაცემი, რომელიც დაკავშირებული პროდუქტთან. |
| განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები | ინფორმაცია პოლიტიკურად აქტიური პირის სტატუსის შესახებ; ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების, ან დაზარალებულად ცნობის შესახებ. ინფორმაცია პირის სტატუსის შესახებ სისხლის სამართლის პროცესში. |
| საკონტაქტო მონაცემები | ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. |
| ქონებრივი მონაცემები | ინფორმაცია თქვენი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უძრავი ან/და მოძრავი ქონების შესახებ. |
| სახელშეკრულებო | ინფორმაცია ჩვენ მიერ გაწეული მომსახურებისა და იმ პროდუქტების შესახებ, რომლითაც სარგებლობთ, ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესახებ. |
| ფინანსური | ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია შემოსავლების შესახებ2, გადარიცხვების ან/და გზავნილების შესახებ. |
| ტრანზაქციული | საბანკო ანგარიშის ნომერი, მიკსროსაფინანსო ორგანიზაციაში პროდუქტით სარგებლობისთვის განხორციელებული ნებისმიერი ფინანსური შენატანის შესახებ ინფორმაცია. |
| ვიდეომონიტორინგის საშუალებით მიღებული მონაცემები | ჩვენთან ვიზიტის დროს ვიდეო ჩანაწერებში არსებული თქვენი გამოსახულება. |
| „ცხელი ხაზის“ საშუალებით მიღებული მონაცემები | სატელეფონო კუმუნიკაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის და არა მარტო, მაიდენტიფიცირებელი, ფინანსური, სახელშეკრულებო და სხვა. |
| აუდიომონიტორინგის საშუალებით მირებული მონაცემები | სალაროებთან განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით განხორციელებული აუდიო ჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს მაიდენტიფიცირებელ, ფინანსურ, სახელშეკრულებო და სხვა ნებისმიერ მონაცემს. |
| ტექნოლოგიური, ქცევითი მონაცემები [მათ შორის, მზა ჩანაწერები / Cookies] | ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას. ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას. |
| საჯარო მონაცემები | საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია |
| საკომუნიკაციო | ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოიპოვებს, როგორც მატერიალური ფორმით განცახდებების მეშვეობით, ასევე ელექტრონული წერილებიდან, ვებსაიტიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან. |
| ორგანზიაციის მიერ მომსახურების პროცესში შექმნილი მონაცემები | მომხმარებლის შესახებ კომპანიის მიერ შექმნილი მონაცემები (მაგალითად, მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი, სატრანზიტო ანაგრიშის ნომერი 3 , მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და სხვა დაკავშირებული აქტების, შეთანხმებების ნომრები). |
* მითითებული მონაცემები შესაძლოა უკავშირდებოდეს კლიენტის მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს [საკონტაქტო პირი ან/და სხვა], რომელთა შესახებ მონაცემებს წარადგენს თავად კლიენტი. კლიენტს განემარტება მის მიერ მითითებული მესამე პირის სტატუსი ჩვენთან სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ასევე, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ, მიზნის მითითებით. მესამე პირთა შესახებ დამუშავებული მონაცემები არ ცდება წინამდებარე თავში ჩამოთვლილი მონაცემებს. ამასთან, წარმოდგენილ მონაცემების სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია კლიენტი.
ვებსაიტი იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებსაიტი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებებისა და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები“ მოქმედებს როგორც ერთგვარი „შემნახველი“,რომელიც იმახსოვრებს თქვენს აქტივობას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით, უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენ საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის მეტად პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.
Cookie ფაილის ტიპის მიხედვით, დამუშავებული მონაცემების სახეები შეიძლება იყოს - ინფორმაცია გამოყენებული მოწყობილობის შესახებ, აქტივობის ინფორმაცია, როგორიცაა IP მისამართი, ძიებები, ბრაუზერი, ბრაუზერის ენა, მოწყობილობის პარამეტრები, მოთხოვნის თარიღი და დრო, სერვერზე მოთხოვნების გასაგზავნად გამოყენებული მეთოდი, საპასუხოდ მიღებული ფაილის მოცულობა და მომხმარებლის ოპერაციული სისტემის სხვა პარამეტრები.
ჩვენი ვებსაიტის მიერ გამოყენებული Cookie ფაილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მზა ჩანაწერების (cookies) პოლიტიკაში.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ პროცესებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვადასხვა წყაროების გამოყენებით. კერძოდ:
* ვიდეო - აუდიო მონიტორინგი და ცხელი ხაზის გამოყენებით აუდიომონიტორინგი მიმდინარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვიდეო-აუდიო მონიტორინგის წესისა და სატელეფონო კომუნიკაციის აუდიოჩანაწერების მართვის წესის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
| პერსონალური მონაცემები | რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს (დამუშავების მიზანი) | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესახებ | დამუშავების სამართლებრივი საფუძველი |
|---|---|---|---|
| მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები | ჩვენს სისტემაში თქვენი, როგორც კლიენტის რეგისტრაციის მიზნით; თქვენი იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის მიზნით; თქვენთვის სასურველი პროდუქტის მოწოდების მიზნით; თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით; შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით განსაზღვრული წესების დაცვის მიზნით. | პროდუქტის განვითარება და კლიენტებისთვის მიწოდება; მონაცემთა განახლება; კანონისმიერ ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; |
მონაცემთა სუბიექტის მომართვის საფუძველზე, მისი განხილვა4. მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად5. დამუშავება გათვალისწინებულია კანონით6. ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება7. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი8. |
| განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები [ინფორმაცია პოლიტიკურად აქტიური პირის სტატუსის შესახებ; ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ] | თქვენთვის სასურველი სერვისის / პროდუქტის მოწოდების მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით,; ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის; ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკის დონეების სამართავად. | კანონისმიერი ვალდებულების ეფექტურად შესრულება; ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე, სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება; | ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან აცილება9. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით. |
| საკონტაქტო მონაცემები; დოკუმენტური მონაცემები [მათ შორის, პირადობის დამდასტურებელი მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, უძრავი ქონების ამონაწერი და სხვა.] | პროდუქტის და სერვისების მისაწოდებლად; კლიენტთან კომუნიკაციის დამყარებისთვის. სერვისის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის; თქვენთვის სასურველი პროდუქტის იდენტიფიცირებისთვის. | ჩვენი საკანონმდებლო მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. | მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად10. ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება11. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი12. |
| სახელშეკრულებო მონაცემები, ქონებრივი და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. | სასურველი პროდუქტის და სერვისების მისაწოდებლად; სახაზინო, საინვესტიციო პროდუქტების, მომსახურების სამართავად/მისაწოდებლად; კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებლების შესასრულებლად, მათ შორის ფულის წარმომავლობის დასადასტურებლად. | სახელშეკრულობო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა; თქვენთვის მისაღები და საუკეთესო პროდუქტის განსაზღვრა; პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება. | ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება13. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი14 |
| ფინანსური მონაცემები; ტრანზაქციული მონაცემები | პროდუქტებისა და მომსახურების გაწევისთვის; თქვენი დავალების შესრულების მიზნით; ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. | ჩვენი საკანონმდებლო მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. | ჩვენთმონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და გარიგების დასადებად15. ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება16. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი17. |
| საკომუნიკაციო [მათ შორის „ცხელი ხაზის“ საშუალებით] მიღებული მონაცემები | თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურების და სერვისების მოწოდებისთვის; მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის; დროული, ზუსტი და ამომწურავი მოწოდებისთვის; ინფორმაციის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის. | თქვენთვის საუკეთესო სერვისის და მომსახურების მოწოდება; თქვენთვის ხელსაყრელი საკომუნიკაციო არხების შემუშავება; თქვეთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება. რელევანტური კანონომდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა. | მონაცემთა სუბიექტის თანხმობა18. დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და გარიგების დასადებად19. ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება20. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი21. |
| ქცევითი მონაცემები; ტექნოლოგიური მონაცემები | თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით; პროდუქტის და სერვისის მოწოდების მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით; | ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების გაუმჯობესება; კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. | მონაცემთა სუბიექტის თანხმობა22. დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და გარიგების დასადებად23. ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება24. მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი25. |
| ვიდეო- აუდიო მონიტორინგის პროცესში მიღებული მონაცემები | დანაშაულის თავიდან აცილება, მისი გამოვლენის, საკუთრების, კონფიდენციალური ინფორმაციის, პირთა უსაფრთხოების დაცვისთვის; საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის. ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვისთვის; | უსაფრთხოების დაცვა და დანაშაულის თავიდან აცილება ან მისი გამოვლენა; | ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი26. |
თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის განხორცილების მიზნებისთვისაც ვამუშავებთ მხოლოდ თქვენ მიერ გაცხადებული თანხმობის საფუძელზე. აღნიშნული მიზნით თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტების და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, თქვენ გააუქმებთ თუ არა თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აუცილბელად გამოგიგზავნით სავალდებულო საინფორმაციო SMS შეტყობინებებს.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის
შესახებ თანხმობის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ ორგანიზაციას
წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს
თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული
თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო
არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის
ხელსაყრელი არხით.
ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სამომავლოდ შეიცვლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტრუქტურა. მაგალითად:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში თქვენი
მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს წინამდებარე პოლიტიკითა და
კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ გზავნილის პროდუქტით, თქვენი გაცხადებული
თანხმობის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინიბეული წესის
შესაბამისად, თქვენს მონაცემებს ვაწვდით საკრედიტო საინფორმაციო
ბიურო(ებ)ს. თავის მხრივ, საკრედიტო ბიურო, კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად, ამ ინფორმაციას უზიარებს სხვა პირებს.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე
მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ
უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და
ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა
მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო
წესით დამუშავების და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.
ჩვენ
უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში
სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის,
გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე,
ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა
უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
თუ მონაცემთა მიმღები მესამე პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე
უფლებამოსილ პირს, ჩვენსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის
ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი
საკითხები:
წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:
* იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარებაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება შეფერხდეს.
ორგანიზაცია თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ინახავს
უსაფრთხოდ. პერსონალური მონაცემების ფიზიკურად შეგროვების შემთხვევაში,
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ
გამოყოფილ დაცულ ადგილას, მათზე წვდომა აქვს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ
განსაზღვრულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებს.
მონაცემების ელექტრონულად მიღებისა და დამუშავების შემთხვევაში, თქვენი
მონაცემები ინახება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ
ადგილობრივ სერვერებზე და შესაბამისად, თქვენი მონაცემები დაცულია
არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანებისგან, დაკარგვისგან, აგრეთვე
უნებართვო გამჟღავნებისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, მათზე
წვდომისგან, მათი შეგროვებისგან/მოპოვებისგან ან სხვაგვარ უნებართვო
დამუშავებისგან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიღებულია მონაცემთა
უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი
ზომები.
თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობის დასრულებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში:
თქვენი მონაცემების შენახვისთვის შესაძლებელია განსაზღვრული იყოს 10
წელზე მოკლე ვადა, პროცესიდან გამომდინარე, მარეგულირებელი საკანონმდებლო
ჩარჩოს მოთხოვნების დაცვის მიზნით.
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ
შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას, შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების გამო.
რაც შეეხება თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ გაქვთ უფლება მოგვთხოვოთ:
დადასტურების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ დადასტურება იმის შესახებ, ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს, მიიღოთ ინფორმაცია დამუშავების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, ასევე მიიღოთ წვდომა ამ მონაცემებზე.
ინფორმირებულობის უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ინფორმირებული თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, როგორც ამას ჩვენ ვახორციელებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მეშვეობით. ამასთან, თქვენ უფლება გაქვთ გამოითხოვოთ თქვენს მონაცემთან და მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მიიღოთ თქვენთვის სასურველი ფორმით და კანონით დადგენილ ვადებში.
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილია საფასური ან ჩვენ მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გათვალისწინებით.
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება:
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მონაცემები წაიშლება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო თუ ჩვენ მიერ არ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა, ჩვენ ვალდებული ვართ გაცნობოთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განგიმარტოთ გასაჩივრების წესი.
დაბლოკვის უფლება:
თუ თქვენ მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები დაკმაყოფილებულია, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა.
თანხმობის გამოთხოვა:
რამდენადაც რიგ შემთხვევებში ჩვენ თქვენს მონაცემებს თქვენს მიერ
მოცემული თანხმობის საფუძველზე ვამუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ
დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, ისე, რომ აღნიშნულს გავლენა არ ჰქონდეს
მის გაუქმებამდე მიცემული თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების
კანონიერებაზე.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული
თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო
არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის
ხელსაყრელი არხით.
თანხმობის გამოთხოვა:
რამდენადაც რიგ შემთხვევებში ჩვენ თქვენს მონაცემებს თქვენს მიერ
მოცემული თანხმობის საფუძველზე ვამუშავებთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ
დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, ისე, რომ აღნიშნულს გავლენა არ ჰქონდეს
მის გაუქმებამდე მიცემული თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების
კანონიერებაზე.
თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული
თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო
არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის
ხელსაყრელი არხით.
გადატანის უფლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, თქვენ
შეგიძლიათ სტრუქტურიზებული, გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი
ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ
მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა,
თქვენ გარანტირებული გაქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ოფიცრის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, შეგიძლიათ
მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცრის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
ვებგვერდზე და ასევე მითითებულია წინამდებარე პოლიტიკის დასასრულს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ორგანიზაციის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
ორგანიზაციისთვის მიმართვა:
თქვენი კანონიერი უფლებების რეალიზების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ
წერილობითი ფორმით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით:
ელექტრონული ფოსტის მისამართი:
info@leadercredit.ge
ვებსაიტი:
https://leadercredit.ge დატოვოთ
განცხადება ჩვენი ნებისმიერი ფილიალის ფიზიკურ მისამართზე (მისამართები
იხილეთ ვებსაიტზე);
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - (+032) 273 00 73
ან
დაუკავშირდით ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ქვემოთ
მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს მონაცემთა დაცვის გუნდი
(ს/ნ:402303093) საკონატქტო ინფორმაცია -
info@dpt.ge , ტელ: 577 55 11
93.
* თქვენს მოთხოვნებს ვუპასუხებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:
თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს - პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურს, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან
დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია
შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:
გარდა საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის უფლებისა, რომლის რეალიზებაც
შეგიძლიათ ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ
შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, თქვენი უფლებების დარღვევის ნებისმიერ
შემთხვევაში.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი
პერსონალური მონაცემთა დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ
მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი
სამართლებრივი აქტებით. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მკაცრად არის
დაცული და მხოლოდპირველი რგოლის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთპერსონიფიცირებული წვდომა. აღნიშნულ
თანამშრომლებს წვდომა აქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების მხოლოდ იმ
მოცულობაზე, რაც აუცილებელია მათი სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისთვის. ამასთან, მათ აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის
ვალდებულება, რაც მათი შრომითი ხელშეკრულების არსებითი და ძირითადი
შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ მივიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს,
რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი
წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების,
გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა
დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების
სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურ
ძალისხმევას ვიჩენთ მონაცემების დაცვის მიმართ, თანამედროვე
ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპი ვერ იძლევა უსაფრთხოების
აბსოლუტურ გარანტიას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც
მონაცემთა სუბიექტი, იყოთ ინფორმირებული არსებული რისკების შესახებ და
მიიღოთ მინიმალური უსაფრთხოების ზომები, მათ შორის:
ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენი მონაცემების არასანქცირებული წვდომისა და მონაცემთა დარღვევის რისკებს.
თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა თუ
პერსონალური მონაცემთა დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ,
დაგვიკავშირდეთ.
ასევე, გთხოვთ დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ თუ ფიქრობთ რომ ირღვევა თქვენი
უფლებები ან გაქვთ კითხვა, ან გჭირდებათ კონსულტაცია პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ოფიცერთან.
თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის როგორც სათაო ოფისს,
ასევე მის ნებისმიერ ფილიალს;
მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:
info@leadercredit.ge
დაუკავშირდით ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ქვემოთ
მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს მონაცემთა დაცვის გუნდი
საკონატქტო ინფორმაცია - info@dpt.ge,
ტელ: 577 55 11 93.
საკანონმდებლო ცვლილებების ან/და მონაცემთა დამუშავების პროცესის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებამოსილია, წინამდებარე დოკუმენტში შეიტანოს ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებსაიტზე.