„ლიდერ კრედიტის“ გუნდი ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანებს, რომელთათვისაც ფინანსური სამყარო რთული და გაუგებარი ტერმინებითაა სავსე. ჩვენ კი გვსურს, არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტები შემოგთავაზოთ, არამედ შენი სანდო მრჩეველი და პარტნიორიც გავხდეთ. ამიტომ ამ ბლოგში იმ გავრცელებულ ტერმინებს განგიმარტავთ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ეს არის ლიცენზირებული, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც უფლებამოსილია, გასცეს მცირე მოცულობის სესხები. „ლიდერ კრედიტი“ სწორედ ამ სტატუსით ოპერირებს და მომხმარებელს საბანკო პროცედურებისგან განსხვავებულ, გამარტივებულ სერვისს სთავაზობს, რომელიც ხელმისაწვდომობასა და ოპერატიულობაზეა ორიენტირებული.
ანუიტეტი სესხის დაფარვის გრაფიკის ტიპია, რომლის დროსაც მსესხებელი ვალდებულების სრულ დაფარვამდე იხდის ყოველთვიურ, ფიქსირებულ გადასახადს. ანუიტეტური შენატანი მოიცავს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე დარიცხული პროცენტის ნაწილს.
მაგალითად, თუ შენი ყოველთვიური ანუიტეტური გადასახადი შეადგენს 300 ლარს, ეს ნიშნავს, რომ სესხის დაფარვამდე, ყოველთვე ზუსტად ამ თანხას გადაიხდი.
ეს სესხის დაფარვის ალტერნატიული გრაფიკია. ანუიტეტისგან განსხვავებით, აქ სესხის ძირითადი თანხა ყოველთვე თანაბარ ნაწილებად იფარება, პროცენტი კი მხოლოდ დარჩენილ ნაშთს ერიცხება. ამიტომ, ყოველთვიური შენატანი თავიდან მაღალია და დროთა განმავლობაში მცირდება.
თუ სესხი დიფერენცირებული გრაფიკით აიღე, შესაძლოა, პირველ თვეს 400 ლარის გადახდა მოგიწიოს, მეორე თვეს – 395 ლარის, მესამე თვეს – 390 ლარის და ა.შ. სესხის ბოლოს კი შენატანი საგრძნობლად შემცირებული იქნება.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის სრული ღირებულების მაჩვენებელია, რომელიც ნომინალურ განაკვეთთან ერთად ყველა თანმდევ ხარჯს მოიცავს. მაგალითად, შესაძლოა, თანხა ისესხო წლიურ 12%-ად, მაგრამ რეალურად ყოველწლიურად იხდიდე 14.5%-ს. სწორედ, ეს 14.5% არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ სესხის განაკვეთთან ერთად მასში შედის ყველა ის ხარჯი, რაც სესხის გაცემას უკავშირდება, მაგალითად, საკომისიოები, იპოთეკით დატვირთვის და ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები, დაზღვევა და ა.შ.
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი სესხის ძირითად თანხაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთია, რომელიც არ მოიცავს სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ის წარმოადგენს სესხის ღირებულების საწყის კომპონენტს, თუმცა არ ასახავს კლიენტის საბოლოო დანახარჯს.
მაგალითად, თუ იღებ 1,000 ლარის ოდენობის სესხს, რომლის ნომინალური წლიური განაკვეთი 20%-ია, ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ საპროცენტო სარგებლის სახით, სესხს დაერიცხება 200 ლარი.
ეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური სანქციაა, რომელიც მსესხებელს ვალდებულების, უმეტესად კი გადახდის ვადის, დარღვევის შემთხვევაში ეკისრება.
მაგალითად, თუ ყოველთვიურ შენატანზე 10 დღიანი ვადაგადაცილება დაფიქსირდა, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ს დღეში, 500 ლარიან შენატანზე ჯარიმა იქნება 10 ლარი (500 ლარი x 0.2% x 10 დღე).
რეფინანსირება ფინანსური ოპერაციაა, რომელიც არსებული ვალდებულებ(ებ)ის ახალი სესხით ჩანაცვლებას, ხშირად, უფრო ხელსაყრელი პირობებით, გულისხმობს. მისი მთავარი მიზანი ფინანსური ტვირთის შემსუბუქება, გადასახადების ოპტიმიზაცია და ვალდებულებების ეფექტიანი მართვაა.
პირობითად, თუ ორი აქტიური სესხი გაქვს, რომლებშიც თვეში ჯამურად 600 ლარს იხდი, რეფინანსირებით შესაძლებელია მათი ერთ სესხად გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის 500 ლარამდე შემცირება.
საკრედიტო ისტორია ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარსულში აღებული სესხებისა და მათი დაფარვის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ის აჩვენებს პირის, როგორც გადამხდელის, კეთილსინდისიერებას და მისი სანდოობის მთავარ ინდიკატორად ითვლება.
თუ წარსულში ყველა სესხი დროულად გაქვს დაფარული, შენი დადებითი საკრედიტო ისტორია ზრდის შანსს, რომ ახალი სესხი უკეთესი პირობებით დაგიმტკიცდეს, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ გადახდებზე ხშირი დაგვიანება გიფიქსირდებოდა.
ეს არის დროის წინასწარ განსაზღვრული მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელს ეძლევა შეღავათი სესხის გადახდაზე. შეღავათი შეიძლება გულისხმობდეს როგორც მხოლოდ პროცენტის გადახდას, ისე გადასახადებისგან სრულ გათავისუფლებას.
პირობითად ვთქვათ, რომ სესხს აქვს 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერს არ იხდი ან მხოლოდ პეროცენტს ფარავ, დამატებითი პროცენტი კი არ გერიცხება.
მსესხებლის მფლობელობაში არსებული აქტივი ( უძრავი ქონება, ავტომობილი), რომელიც სესხის დაფარვის გარანტად გამოიყენება.
მაგალითად „ლიდერ კრედიტში“ შესაძლებელია სესხის ავტომობილითა და ოქროთი უზრუნველყოფა.
ვიმედოვნებთ, ეს მცირე ფინანსური ლექსიკონი დაგეხმარება, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნო სესხის აღებისასა თუ ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას.
თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაგიჩნდება, „ლიდერ კრედიტის“ გუნდი მუდამ მზად არის, გაგიწიოს კონსულტაცია.