logo
  • მთავარიLets start here
    • ფინანსური ინფორმაცია
    • კომპანიის შესახებ
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • +995322730073
  • ჩემი კაბინეტი
  • ge
    English Georgian
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები
logo
ლიდერ კრედიტი

ელ-ფოსტა

info@leadercredit.ge

მობ. ტელეფონი

+995322730073
  • მთავარიLets start here
    • ფინანსური ინფორმაცია
    • კომპანიის შესახებ
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილების უსაფრთხოება — როგორ მუშაობს დაცვის მექანიზმები?

ფულადი გზავნილი თანხის გაგზავნის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული გზაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმღების საბანკო ანგარიში არ იცი. ერთი შეხედვით, პროცესი, მართლაც, ძალიან მარტივია, თუმცა ამ სიმარტივის უკან დგას კომპლექსური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შენს ფინანსებს თაღლითობისა და უნებართვო წვდომისგან იცავს.

სისტემა სამ კომპონენტზეა აგებული, ესენია: თანამედროვე ტექნოლოგიები, მკაცრი საკაკონმდებლო რეგულაციები და თავად მომხმარებელი. ამ ბლოგში ჩვენ უსაფრთხოების სწორედ ამ ასპექტებს განვიხილავთ, თუმცა ზოგადი ფინანსური ტერმინების განმარტებებიც თუ გაინტერესებს, მაშინ ბმულზე გადადი.

ტექნოლოგიური საფუძვლები — როგორ იცავს ის ფულად გზავნილს?

გზავნილის დასრულებისთანავე, მონაცემების დასაცავად ტექნოლოგიური ინსტურმენტები აქტიურდება. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი მონაცემების დაშიფბრას (Encryption) აკისრია. უკეთ რომ წარმოიდგინო, ასე ავხსნათ — მონაცემები თავსდება ჩაკეტილ ყუთში, რომელიც გარეშე პირებისათვის ხელმისაწვსდომი არ არის, რადგან მისი გასაღები მხოლოდ ადრესატს ანუ შენ გაქვს. ტექნიკური ენით კი, შენი პირადი ინფორმაცია სპეციალური ალგორითმით იშიფრება და ისეთი სიმბოლოების წყებად გადაიქცევა, რომელებიც შინაარს არ ატარებს. ამ სისტემით მონაცემები სრულად დაცულია, რადგან მისი წაკითხვა არავის შეუძლია.

ტექნოლოგიური დაცვის შემდეგი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია გზავნილისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი. თითოეულ გადარიცხვას საკუთარი, განუმეორებელ კოდი აქვს, რომელიც თანხის მიღების მთავარი საიდენტიფიკაციო საშუალებაა, ამ კოდის დასახელებით დასტურდება, რომ ის ნამდვილად შენ გეკუთვნის.

თუმცა, ამ პროცესში მხოლოდ კოდი არ არის საკმარისი, სისტემამ უნდა იცოდეს, რომ თანხას ნამდვილად სწორი ადრესატი იღებს. აქ უკვე მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მექანიზმი აქტიურდება. ამიტომ, უნდა წარადგინო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უნდა ფლობდე ინფორმაციას ტრანზაქციის დეტალებზე.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომებს საქართველოს კანონმდებლობაც არეგულირებს. „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის“ (SCA) რეგულაცია ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ავალდებულებს, გადაამოწმოს მომხმარებლის ვინაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დისტანციურად შედის ანგარიშზე.

საკონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ფულად გზავნილებსა და პირად ინფორმაციას იცავს

ტექნოლოგიები მაშინ არის ეფექტური, როცა მას მყარო საკანონმდებლო ბაზა უმაგრებს ზურგს. ამ მიმართულებით საქართველოში ფულადი გზავნილების სფეროს საქართველოს ეროვნული ბანკი აკონტროლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს იმ წესებს, რომელთა დაცვითაც ყველა ლიცენზირებული კომპანია, ბანკი, სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ სხვა, უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებით იმართება. მაგალითად, ქვეყანაში მოქმედი კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ევროკავშირის ცნობილი რეგულაციის (GDPR) პრინციპებზეა აგებული. შესაბამისად, კანონი ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, რომ მოითხოვონ მხოლოდ ოპერაციისათვის აუცილებელი მონაცემები, გამოიყენონ ისინი კონკრეტული მიზნით და, რაც მთავარია, შეგროვებული ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახონ.

ამასთანავე, კანონმდებლობა, ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად, ფინანსურ მონიტორინგს მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად, ფინანსური ინსტიტუტები მუდმივად აკვირდებიან ტრანზაქციებს და საეჭვი აქტივობების — პირობითად, ერთი პირი მოულოდნეულად ბევრ და მცირე გზავნილებს იღებს სხვადასხვა ადამიანისაგან — აღმოჩენისას, ისინი ვალდებულები არიან, შეატყობინონ ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს.

რა როლი გაკისრიათ შენ ამ პროცესში?

რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ტექნოლოგიური და სამართლებრივი ადსპექტები, უსაფრთხოების ჯაჭვში საბოლოო და უმნიშვნელოვანესი როლი თავად შენ გეკისრება. გიზიარებთ, რამდენიმე რჩევას, რომელთა დაცვაც აუცილებელია:

დაიცავი გზავნილის კოდი და არავის გაუზიარო ის. ეს ყველაზე მთავარი დაცვის მქანიზმია. ჩათვალე, რომ ეს კოდი ზუსტად იგივეა, რაც საბანკო ბარათის პინ-კოდი, მისი გამჟღავნება, თაღლითობის რისკს აჩენს.

იმ შემთხვევაში თუ გზავნილს ონლაინ ანაღდებ, უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების დაცვა მოგიწევს. დარწმუნდი, რომ ვებგვერდის მისამართი იწყება https://-ით ან shttp://-ით, რადგან ეს ნიშანები მიუთითებს, რომ საიტი დაშიფრული და დაცულია. ამრიგად, არ ენდოთ ვებგვერდებს რომელთა მისამართზეც მითითებულია http://.

ყურადღება მიაქციე დეტალებს. სანამ ტრანზაქციას დაადასტურებ, ყოველთვის გადაამოწმე მიმღების სახელი, გვარი და გადასარიცხი თანხის ოდენობა.

უფრთხილდი თაღლითობის სქემებს. მაგალითად, თუ მიიღე საეჭვო SMS, რომელიც გატყობინებს, რომ შენს გზავნილს პრობლემა აქვს და „გამოსასწორებლად“ ბმულზე გადასვლას გთხოვს, არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდე.

რამდენიმე დეტალი, რომელიც გზავნილის შესრულებამდე ან განაღდებამდე უნდა იცოდეთ

სანამ თანხას გაგზავნი, უნდა იცოდე, რომ ყველა გზავნილს აქვს მომსახურების საკომისიო, რომელსაც, როგორც წესი გამგზავნი იხდის, ან ზოგ შემთხვევაში, მიმღები. ასევე, გაითვალისწინე, რომ შესაძლოა არსებობდეს გასაგზავნი თანხის მინიმალური ან მაქსიმალური ლიმიტები.

თანხა შეგიძლია გაგზავნო ან გაანაღდო როგორც ფილიალში ვიზიტით, ისე ელექტრონულად, ინტერნეტბანკის საშუალებით. თანხის მიღება კი შესაძლებელია ფილიალში ან, ზოგიერთი სისტემის შემთხვევაში, ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობითაც.

პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის, წინასწარ მოამზადე საჭირო ინფორმაცია. თანხის გასაგზავნად დაგჭირდება შენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიმღების მონაცემები, სახელი და გვარი. თანხის მიმღებს კი დასჭირდება საკუთარი პირადობის დოკუმენტი, გამომგზავნის მონაცემები, თანხა, ვალუტა და, რაც მთავარია, გზავნილის უნიკალური კოდი.

სად უნდა გაანაღდოთ ფულადი გზავნილი? — რა თქმა უნდა, ,,ლიდერ კრედიტში”

როდესაც საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილს იღებ, გსურს, რომ განაღდების პროცესი მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი და კომფორტული იყოს. „ლიდერ კრედიტი“ სწორედ ასეთ სერვისს გთავაზობს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო გზავნილების სისტემებთან, რათა შენთვის თანხის მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენთან შეგიძლია სწრაფი ფულადი გზავნილები ისეთი საერთაშორისო სისტემებიდან მიიღო, როგორებიცაა: Western Union, Moneygram, RIA, Intel Express, Unistream და სხვა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი წერტილიდან გამოგზავნილ თანხას ჩვენს ფილიალებში მარტივად გაანაღდებ.

ყველა უპირატესობასთან ერთად, „ლიდერ კრედიტის“ ფილიალებში, უცხოურ ვალუტაში გამოგზავნილი თანხის ლარში კონვერტაციას ყველაზე ხელსაყრელი ვალუტის კურსით, ადგილზევე შეძლებ.

ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის, გაგიწიოს კონსულტაცია და ფულადი გზავნილისა თუ სხვა ფინანსური საჭიროებების მიღებაში დაგეხმაროს.



მისო „ლიდერ კრედიტი“ დაარსდა 2011 წელს. ამავე წელს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.

პრეტენზიის ფორმა

კონტაქტი

  • +995322730073
  • info@leadercredit.ge
  • თბილისი, თამარ მეფის #11
  • ფილიალები

ნავიგაცია

  • პროდუქტები
  • აქციები და სიახლეები
  • ბლოგი
  • კარიერა ჩვენთან

სიახლეების გამოწერა

Copyright ©2025 ლიდერ კრედიტი