logo
  • მთავარიLets start here
    • ფინანსური ინფორმაცია
    • კომპანიის შესახებ
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • +995322730073
  • ჩემი კაბინეტი
  • ge
    English Georgian
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები
logo
ლიდერ კრედიტი

ელ-ფოსტა

info@leadercredit.ge

მობ. ტელეფონი

+995322730073
  • მთავარიLets start here
    • ფინანსური ინფორმაცია
    • კომპანიის შესახებ
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები

როგორ ინარჩუნებს ოქრო ღირებულებას ინფლაციის პირობებშიც კი?

ათასწლეულების განმავლობაში ოქრო სიმდიდრისა და სტაბილურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი ეს სტატუსი არც თანამედროვე, მუდმივად ცვალებად ფინანსურ სამყაროში შეცვლილა. პირიქით, დღეს, როდესაც გლობალური ეკონომიკა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა, ინფლაცია და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ოქროს როლი კიდევ უფრო აქტიურდება.

ეს ბადებს მთავარ კითხვას, რომელიც ბევრ ინვესტორსა თუ უბრალო მოქალაქეს აწუხებს: როგორ ახერხებს ეს ძვირფასი ლითონი, შეინარჩუნოს თავისი ღირებულება მაშინ, როდესაც ქაღალდის ფულის მსყიდველობითუნარიანობა ინფლაციის გამო მცირდება? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში მოკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტი" დაგეხმარებათ. ბლოგში მარტივად აგიხსნით, თუ რა კავშირია ოქროსა და ინფლაციას შორის და რატომ ინარჩუნებს ეს ძვირფასი ლითონი ღირებულებას კრიზისულ პერიოდებშიც კი.

ინფლაცია — რას ნიშნავს, როცა ფული ღირებულებას კარგავს?

ინფლაცია პროცესია, როდესაც საქონლისა და მომსახურების ფასები ზოგადად და სტაბილურად იზრდება. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ფულის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. მაგალითად, თუ ერთი წლის წინ 100 ლარით შეგეძლოთ გარკვეული რაოდენობის პროდუქტის ყიდვა, ინფლაციის შემდეგ იმავე რაოდენობით გაცილებით ნაკლებს შეიძენთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი არ ავურიოთ ერთი კონკრეტული პროდუქტის გაძვირებაში, რადგან ინფლაცია თავად ფულადი ერთეულის ღირებულების შემცირებას გულისხმობს.

ინფლაციას, როგორც წესი, ორი ძირითადი მიზეზი აქვს:

მოთხოვნის ზრდა: თუ ეკონომიკაში არსებულ საქონელსა და მომსახურებაზე იმაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მისი წარმოებაა შესაძლებელი, მაშინ მათი ფასიც იზრდება;

საწარმოო ხარჯების ზრდა: ნედლეულის გაძვირება, ენერგიის ტარიფების მატება ან მიწოდების ჯაჭვების შეფერხება კომპანიებს აიძულებს, გაზარდონ ფასები. ეს გაზრდილი ხარჯები კი საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.

ოქროს ფასი — რატომ არის ის სხვა ლითონებზე ძვირფასი?

ოქროს მაღალი ღირებულება მისი უნიკალური ფიზიკური თვისებებით აიხსნება. პირველ რიგში, ეს არის სიმწირე. ოქრო დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია. მისი მოპოვება რთული და ძვირია, ხოლო წლიური მოპოვება არსებულ გლობალურ მარაგს უმნიშვნელოდ, დაახლოებით 2-3%-ით ზრდის. ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა დაბეჭდვაც მთავრობებს შეუზღუდავად შეუძლიათ, ოქროს რაოდენობა ბუნებრივად შეზღუდულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გამძლეობა. ოქრო არ იჟანგება და სხვა ნივთიერებებთან არ შედის ქიმიურ რეაქციაში, რის გამოც ოდესღაც, თუნდაც წინა საუკუნეებში მოპოვებული ოქროს მარაგი დღესაც არსებობს.

ამ ფიზიკურ თვისებებს ემატება მდიდარი ისტორიული კონტექსტი. ათასწლეულების განმავლობაში, უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული, მე-20 საუკუნის ოქროს სტანდარტის ეპოქამდე, ოქრო საერთაშორისო ვაჭრობისა და ფულადი სისტემების საფუძველი იყო. ამ ხანგრძლივმა ისტორიამ კაცობრიობის ცნობიერებაში დაამკვიდრა რწმენა მისი, როგორც ღირებულების საზომის, მიმართ.

დღეს ოქროზე მოთხოვნა მრავალფეროვანია, რაც მის ფასს დამატებით სტაბილურობას ანიჭებს. მოთხოვნის ძირითადი წყაროებია:

  • საინვესტიციო მოთხოვნა: ინვესტორები და ცენტრალური ბანკები მას ყიდულობენ, რათა ინფლაციისგან და ეკონომიკური კრიზისებისაგან თავი დაიცვან;

  • საიუველირო მოთხოვნა: ამ ძვირფასი ლითონისაგან საიუველირო ნაწარმი, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები და ა.შ. იქმნება;

  • სამრეწველო გამოყენება: უნიკალური თვისებების, მაღალი ელექტროგამტარობისა და კოროზიისადმი მდგრადობის გამო, ოქროს აქტიურად იყენებენ ელექტრონიკაში, მედიცინასა და აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში.

წაიკითხეთ ჩვენ მიერ მომზადებული ბლოგი და გაიგეთ, რა არის ოქროს სინჯი.

რატომ იზრდება ოქროს ფასი ინფლაციის პირობებში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქაღალდის ფულისაგან განსხვავებით, ოქროს რაოდენობა სამყაროში შეზღუდულია, ის განახლებადი რესურსი არ არის და ამოწურვადია. ამიტომ, როდესაც ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის მასას ზრდიან, თითოეული ფულადი ერთეული, ლარი, დოლარი თუ ევრო კარგავს ღირებულებას ისეთ მატერიალურ და მწირ აქტივთან მიმართებით, როგორიც ოქროა.

ამ თეორიის ყველაზე თვალსაჩინო ისტორიული მაგალითი 1970-იანი წლების მოვლენებია. 1971 წელს აშშ-ის დოლარი ოქროს სტანდარტს საბოლოოდ ჩამოშორდა. ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, გააუქმა დოლარის ფიქსირებული ღირებულება ოქროსთან მიმართებით და მისი ფასის განსაზღვრა მთლიანად საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებას დაუქვემდებარა. ამრიგად, მსოფლიო სარეზერვო ვალუტა ფიზიკური აქტივით აღარ იყო გამყარებული, რამაც დაარღვია არსებული წესრიგი და გააჩინა კითხვა — რა არის ქაღალდის ფულის რეალური ღირებულება, თუ ის არაფერ მატერიალურზე არაა მიბმული?

70-იან წლებშივე, ოქროს სტანდარტის მოშლას დაემატა მაღალი იმფლაციაც, რომელმაც აშშ-ში 14%-საც კი მიაღწია. როდესაც ინვესტორებმა დაინახეს, რომ მათი ფული სწრაფად უფასურდებოდა, მათ კაპიტალის დასაცავად ოქროს შესყიდვა დაიწყეს, ამიტომ ლითონზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს მიწოდება შეზღუდულია, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვეღარ ხერხდებოდა, ოქროს ფასი კი ზრდას განაგრძობდა.

თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოქროს ფასსა და ინფლაციას შორის კავშირი ყოველთვის ასეთი პირდაპირი არ არის. მაგალითად, 1980-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ინფლაციის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაზარდა, ოქროს ფასი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეცემოდა. ეს გვიჩვენებს, რომ ოქროს ფასზე ინფლაციის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს და მისი, როგორც დამცავი საშუალების, ეფექტურობა კონკრეტულ ეკონომიკურ გარემოზეა დამოკიდებული.

ოქროს ღირებულებაზე მოქმედი სხვა ფაქტორები

ინფლაცია ოქროს ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მის ღირებულებაზე სხვა, არანაკლებ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენებიც ახდენს გავლენას.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რეალური საპროცენტო განაკვეთები. ოქრო, თავისთავად, შემოსავალს (პროცენტს ან დივიდენდს) არ იძლევა, ამიტომ მისი ფლობა ნიშნავს უარს იმ გარანტირებულ სარგებელზე, რასაც ინვესტორი სხვა, უსაფრთხო აქტივიდან მიიღებდა. მაგალითად, თუ ობლიგაციის წლიური სარგებელი 5%-ია, ინფლაცია კი — 2%, ინვესტორის რეალური შემოსავალი 3%-ს შეადგენს. ასეთ დროს ობლიგაცია უფრო მიმზიდველია. თუ ობლიგაციის სარგებელი 3%-ია, ინფლაცია კი — 5%, რეალური შემოსავალი უარყოფითია (-2%) და ფული ღირებულებას კარგავს. ამრიგად, საპროცენტო განაკვეთები თუ მაღალია ოქროში ინვესტირება ნაკლებად ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, როცა განაკვეთები დაბალია, ოქრო უფრო საინტერესო ხდება, რადგან ის უკეთ ინარჩუნებს ღირებულებას.

ასევე დიდ როლს თამაშობს აშშ დოლარის კურსი. ოქრო გლობალურ ბაზარზე ძირითადად დოლარში ფასდება, ამიტომ მათ შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. თუ დოლარი სუსტდება, სხვა ქვეყნების ინვესტორებისთვის ოქრო იაფდება, რაც მასზე მოთხოვნას და, შესაბამისად, ფასსაც ზრდის. დოლარის მყარი კურსი კი, პირიქით, ოქროს ფასზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ოქროს ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალური სტაბილურობა. საერთაშორისო კონფლიქტებისა და პოლიტიკური გაურკვევლობის დროს, ინვესტორები ოქროში აბანდებენ ფულს, რადგან ის სტაბილური აქტივია, რომელიც არცერთ მთავრობას არ ექვემდებარება. ამავე მიზეზით, ბოლო წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, განსაკუთრებით კი ჩინეთი, აქტიურად ყიდულობს ოქროს, რათა შეამციროს აშშ დოლარზე დამოკიდებულება და გაამყარონ საკუთარი რეზერვები. ეს მასშტაბური შესყიდვები ოქროზე მუდმივად მაღალ მოთხოვნას ქმნის.

ეწვიეთ ,,ლიდერ კრედიტს”, სადაც ოქროს უმაღლესი ღირებულებით შეგიფასებთ

ოქროს ფლობა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებისა და ინფლაციისგან თავდაცვის საშუალება არ არის. ის, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური რესურსების მობილიზების ეფექტური გზაცაა. ოქროს სესხი სწორედ ამ შესაძლებლობას გაძლევს, აქციე აქტივი ფულად რესურსად მისი გაყიდვის გარეშე.

ოქროს შეფასების მომსახურება მიმდინარე საბაზრო ფასს ეფუძნება და ითვალისწინებს რამდენიმე მთავარ ფაქტორს, ესენია:

  • სინჯს ანუ შენადნობში სუფთა ოქროს შემცველობას;

  • ნაკეთობის ზუსტ წონას;

  • ნივთის ვიზუალურ და ფიზიკურ მდგომარეობას;

  • ღირებულებას ზრდის ნაკეთობის უნიკალური დიზაინი, დამუშავების ხარისხი და ძვირფასი ქვები;

ოქროს შეფასების შემდეგ, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაიღებს, მომენტალურად მიიღებ კუთვნილ თანხას. ტრადიციული საბანკო სესხებისგან განსხვავებით, ეს მომსახურება არ მოითხოვს შემოსავლების დადასტურებას ან თავდებს, რის გამოც ის იდეალური გამოსავალია, როცა ფული სწრაფად გჭირდება.

ისარგებლე ოქროს ლომბარდით, როდესაც გჭირდება:

  • გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა;

  • დამატებითი კაპიტალი ბიზნესისთვის;

  • სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა;

  • განათლების ხარჯების დაფარვა;

  • ფინანსური რესურსების სწრაფი მობილიზება ნებისმიერი სხვა მიზნით.

ამასთან, „ლიდერ კრედიტში“ შეგიძლია აირჩიო გადახდის მორგებული, სამი განსხვავებული მოდელიდან ერთ-ერთი. სესხის თანხა 200 ლარიდან 200,000 ლარამდე მერყეობს, მომსახურებით სარგებლობა კი 18 წლიდან არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას, შეინარჩუნო ძვირფასეულობა, რომლის ფასი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და ამავდროულად, მიიღო საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საჭირო მომენტში.



მისო „ლიდერ კრედიტი“ დაარსდა 2011 წელს. ამავე წელს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.

პრეტენზიის ფორმა

კონტაქტი

  • +995322730073
  • info@leadercredit.ge
  • თბილისი, თამარ მეფის #11
  • ფილიალები

ნავიგაცია

  • პროდუქტები
  • აქციები და სიახლეები
  • ბლოგი
  • კარიერა ჩვენთან

სიახლეების გამოწერა

Copyright ©2025 ლიდერ კრედიტი