ალბათ, შენს ოჯახშიც საგულდაგულოდ ინახავენ რამდენიმე ათწლეულის წინანდელ ოქროს ნაკეთობებს, უფრთხილდებიან და მომავალ თაობებს გადასცემენ. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეებია ეს ძვირფასი მეტალი სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ის მნიშვნელოვანია დღესაც, თანამედროვე სამყაროში, რადგან სტაბილურობა და გლობალური ლიკვიდურობა მას უნიკალურ ფინანსურ შესაძლებლობად აქცევს. ეს კარგად გვესმის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტში", სადაც თითოეულ ოქროს ნაკეთობას მაქსიმალური ღირებულებით ვაფასებთ და მომხმარებლებს საუკეთესო ფინანსურ პირობებს ვთავაზობთ.
ოქროს ფასი სტატიკური არ არის. ის სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად იცვლება — დამოკიდებულია მიწოდება-მოთხოვნის დინამიკაზე, ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურ მოვლენებზე.
ამ მეტალის წლიური მოპოვება, რაც დაახლოებით 2500-3000 ტონას უტოლდება, არსებულ გლობალურ მარაგს მხოლოდ 2-3%-ით ზრდის. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში უკვე არსებული რაოდენობა (სამკაულების, ზოდების, მონეტების და ცენტრალური ბანკების რეზერვების სახით) გაცილებით დიდია, ვიდრე ყოველწლიურად მოპოვებული ახალი ოქრო. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის დროს მისი ადეკვატური მიწოდება ვერ ხერხდება. შედეგად, ოქროს ფასი იზრდება.
ამ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალურ ბანკებზე მოდის, რომლებიც უკვე მოპოვებული ოქროს დაახლოებით მეხუთედს ფლობენ. ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ცენტრალური ბანკების შესყიდვები, განსაკუთრებით განვითარებად ეკონომიკებში. მაგალითად, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2024 წლისათვის 44,17 ტონა ოქრო შეიძინა. ამით ქვეყანა აშშ დოლარზე დამოკიდებულებას ამცირებს და სავალუტო რეზერვებში ოქროს წილს ზრდის. ასეთი მასშტაბური შესყიდვები კი, თავის მხრივ, ოქროს ფასზე აისახება.
სამომხმარებლო ტენდენციების პარალელურად, მაკროეკონომიკური ფაქტორებიც — ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები — ზემოქმედებს მეტალის ფასზე. როდესაც ინფლაცია იზრდება, ინვესტორები, მსყიდველობითი უნარის შესანარჩუნებლად, ოქროს ყიდულობენ. მაღალი მოთხოვნის შედეგად კი ოქროს ფასი იზრდება.
ოქროს ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინფლაცია, არამედ ვალუტის კურსის ცვლილებაც. გლობალურ ბაზრებზე ოქრო ძირითადად აშშ დოლარში იყიდება, რაც განაპირობებს ძლიერ კავშირს კურსის სიძლიერესა და ოქროს ფასს შორის. როდესაც დოლარი სუსტდება სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში, ძვირფასი ლითონი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ზრდის საერთაშორისო მოთხოვნას და, შესაბამისად, ოქროს ფასის ზრდას იწვევს.
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ოქროს ფასი გლობალურ მოვლენებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, მათ შორის საერთაშორისო კონფლიქტები და ომები, ოქროზე მოთხოვნას ზრდის, რადგან ინვესტორები არასტაბილურობის დროს სტაბილურ დასაყრდენს ეძებენ.
საინტერესოა, რომ ოქროს ფასი სახეობების მიხედვითაც, მართალია მინიმალურად, მაგრამ მაინც განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი სინჯის მქონე ყვითელი და თეთრი ოქროები ერთი და იმავე რაოდენობის სუფთა ოქროს შეიცავს, თეთრი ოქრო ხშირად უფრო ძვირი ღირს. ეს განპირობებულია დამუშავების პროცესით. ყვითლისაგან განსხვავებით, რომელიც უფრო ბუნებრივ მდგომარეობაშია, თეთრ ოქროს დამატებით ლითონები (პალადიუმის ან ნიკელის) ერევა და როდიუმის საფარის იფარება.
ისტორიული მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ ოქრო ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში ქონების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა 1970-იანი წლების მოვლენები, როდესაც ოქროს ფასმა უპრეცედენტო, 24-ჯერ ზრდა განიცადა. ეს დრამატული ზრდა ბრეტონ ვუდსის სისტემის კოლაფსს დაემთხვა, რომელიც მანამდე აშშ დოლარს ოქროს სტანდარტთან აკავშირებდა. გაუქმებული სისტემის პირობებში, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, ინვესტორები სულ უფრო და უფრო მეტ ოქროს ყიდულობდნენ.
2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მსოფლიოში ტრადიციული ფინანსური აქტივების მიმართ ნდობა შეირყა. ამ პერიოდში ოქრო კვლავ უსაფრთხო აქტივად იქცა და მისი ფასი 2008 წლის ოქტომბერში დაახლოებით 1,079$ შეადგენდა, მოგვიანებით, 2010 წლის ოქტომბერში კი 1,968$-მდე გაიზარდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზრდა COVID-19 პანდემიის დროს დაფიქსირდა. 2020 წელს უპრეცედენტო ეკონომიკურმა და სოციალურმა არეულობამ ინვესტორები კვლავ ოქროსკენ მიმართა, რადგან მათ, ბუნდოვანი ეკონომიკური პერსპექტივის ფონზე, უსაფრთხოების განცდა სჭირდებოდათ. ამ ტენდენციის შედეგად, თუკი 2020 წლის მარტში ერთი უნცია ანუ დაახლოებით 30 გრამი ოქროს ფასი $1,988 შეადგენდა, ამავე წლის აგვისტოში $2,423-მდე გაიზარდა.
დღესაც მაღალი ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობა და მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ გაზრდილი შესყიდვები — ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ოქროს მიმართ ინტერესს და შესაბამისად, მის ფასს ზრდის.
როგორც ვნახეთ, ოქროს ფასზე მრავალი ფაქტორი, მაგალითად, ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი, გეოპოლიტიკური მოვლენები და ა.შ. მოქმედებს. მაგრამ როდესაც საქმე ნაკეთობის შეფასებას ეხება, როგორ ხდება ეს პრაქტიკაში?
ოქროს შეფასება ჩვენთან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. იგულისხმება, რომ ფასდება მისი ხარისხი, განისაზღვრება ნაკეთობის წონა და მდგომარეობა. დამატებით ღირებულებას ქმნის დიზაინი, ოსტატობის ხარისხი, ძვირფასი ქვები და ა.შ. ჩვენი ექსპერტები ითვალისწინებენ ოქროს მიმდინარე საბაზრო ფასს და ამ პარამეტრების გათვალისწინებით საუკეთესო ფასს გთავაზობენ.
საინტერესოა, რომ შეფასების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სინჯს, რომელიც ნივთიერების სისუფთავეს განსაზღვრავს. სინჯი შენადნობში ოქროს შემცველობის პროცენტულ რაოდენობას აჩვენებს. მაგალითად, 585 სინჯი ნიშნავს, რომ სამკაულის 58.5% ოქროა, ხოლო 750 სინჯი — 75%. გაითვალისწინე, რომ რაც უფრო მაღალია სინჯი, მით უფრო მაღალია სამკაულის ღირებულება.
მსგავსი სტატია: "რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებამდე?" იხილეთ აქ
,,ლიდერ კრედიტში” ოქროს შეფასება მარტივი და სწრაფი პროცესია. ჩვენი გამოცდილი შემფასებლები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან პროცესში და რამდენიმე წუთში ოქროს ნაკეთობის ღირებულებას გაგაცნობენ.
ეს მომსახურება განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისაც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე, საკუთარი ოქროს ნივთების ზუსტი ფასის განსაზღვრა სურს.
ლიდერ ,,კრედიტის ფილიალები" საქართველოს ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, მარნეულში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, ხელვაჩაურსა და ქობულეთშია წარმოდგენილი.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ოქროს პროფესიონალურ შეფასებას, ასევე ლომბარდის მომსახურებას საუკეთესო პირობებით. ეს კი საშუალებას გაძლევთ, მიმდინარე ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, აქტივები ეფექტურად გამოიყენოთ.