ოქროს სესხი ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისია, რომელიც საშუალებას გაძლევს, ძვირფასეულობა საჭირო დროს, ნივთის გაყიდვის გარეშე, საჭირო თანხად აქციო.
,,ლიდერ კრედიტი” მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც, მოულოდნელი ფინანსური გამოწვევების გადასაჭრელად, სწრაფ და მოქნილ გამოსავალს, ოქროს სესხს გთავაზობს. ამ დროს თანხას ოქროს ნივთების სანაცვლოდ იღებ, სესხის სრულად დაფარვის შემდეგ კი ძვირფასეულობა უსაფრთხოდ გიბრუნდება.
ოქროს ნივთების ღირებულების შესაბამისად, 200,000 ლარამდე თანხის მიღება შეგიძლია. რადგან ეს არის სესხი ოქროს უზრუნველყოფით, ის ხშირად უფრო ხელსაყრელ პირობებს გულისხმობს. მაგალითად, თანხის გაცემის საკომისიო ხშირ შემთხვევაში 0%-ია, მის ასაღებად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო.
თუ თვითდასაქმებული ხარ და არ გიფიქსირდება შემოსავლების ისტორია, მაშინ გაიგე მეტი შენზე მორგებულ სერვისზე — სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე.
,,ლიდერ კრედიტში" ოქროს შეფასება საერთაშორისო სტანდარტებს მიხედვით მიმდინარეობს. მაქსიმალურად ხელსაყრელი ფასის შემოსათავაზებლად, ჩვენ მის სინჯს, ნაკეთობის სირთულესა და ხარისხს, წონას, ზოგად მდგომარეობასა და მიმდინარე საბაზრო ღირებულებას ვითვალისწინებთ.
ოქროს სესხი წლიური ფიქსირებული 18%-იანი განაკვეთით, ხოლო წლიური ეფექტური 19.56%-დან გაიცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ სესხის აღების მომენტიდან მისი დაფარვის ბოლომდე, შენი ყოველთვიური საპროცენტო გადასახადი არ შეიცვლება.
სესხი ოქროს უზრუნველყოფით მაქსიმალურად ერგება შენს ფინანსურ შესაძლებლობებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტი” საშუალებას გაძლევს სამი განსხვავებული გადახდის მეთოდიდან ერთ-ერთი, ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი აირჩიო — დაფარე პროცენტი ყოველთვიურად ან კვარტალურად (სამ თვეში ერთხელ), ან გადაიხადე პროცენტი და ძირითადი თანხა ერთად.
ჩვენთან ოქროს სესხი ძალიან მარტივად გაიცემა. პირველ რიგში, სერვისით სარგებლობისათვის ,,ლიდერ კრედიტის” ფილიალს უნდა ეწვიო და ადგილზე ოქროს ნივთი ან ნივთები წარადგინო.
იხილე ,,ლიდერ კრედიტის” ფილიალები, რომლებიც საქართველოს ათამდე ქალაქშია წარმოდგენილი და აღმოაჩინეთ შენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე.
ამის შემდეგ, ოქროს ნაკეთობა ადგილზე, შენი თანდასწრებით შეფასდება. ოქროს შეფასებისას დგინდება მისი ზოგადი მდგომარეობა, წონა და სინჯი, რადგან ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მის სისუფთავეს, არამედ მის ფიზიკურ თვისებებსაც განსაზღვრავს.
ოქროს შეფასება სულ რამდენიმე წუთს წაიღებს. ამის შემდეგ კი გაგაცნობთ შემოთავაზებულ თანხასა და სესხის დეტალურ პირობებს. აირჩევ სესხის სასურველ ვადას (36 თვემდე) და გადახდის გრაფიკის ტიპს. ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, ფორმდება ხელშეკრულება და თანხა უმოკლეს დროში გადმოგეცემა.
ხშირად, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა გარკვეულ დაძაბულობასთან და მკაცრ ჩარჩოებთან ასოცირდება. თუმცა, ,,ლიდერ კრედიტის" ოქროს ლომბარდი მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას გთავაზობს. მაგალითად, თუ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდება, სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის გამჭვირვალე პირობები გვაქვს. წინასწარი დაფარვის საკომისიო სესხის დარჩენილი ვადის შესაბამისად მცირდება და 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში 0%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, შესაძლებელია დაგირავებული ნივთის ქისიდან ამოკლება ან სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივი შემცირება. ეს ნიშნავს, რომ სესხი ოქროს უზრუნველყოფით უნიკალური შესაძლებლობაა, რათა შენი ფინანსები საჭიროებებისა და გარემოებების მიხედვით მართო.
თუ ფიქრობ, რომ ,,ლიდერ კრედიტის" ოქროს სესხი შენი ფინანსური გამოწვევების მოგვარების საუკეთესო გზაა, მზად ვართ, დამატებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ და შემთხვევა ინდივიდუალურად განვიხილოთ — იქნებ შენს საჭიროებებს ავტო ლომბარდი და მისი მოქნილი პირობები უფრო მოერგოს.
დაგვიკავშირდი კონსულტაციისთვის ან ეწვიე უახლოეს ფილიალს. ჩვენი გუნდი მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას და საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს.
ხშირად დასმული კითხვები
რა დოკუმენტებია საჭირო ოქროს სესხის ასაღებად?
საკმარისია თან იქონიო პირადობის ან ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა.
მინიმუმ რამდენი წლის უნდა ვიყო სესხი ოქროს უზრუნველყოფით რომ ავიღო?
მომსახურებით სარგებლობა 18 წლის ასაკიდან შეგიძლია.
რა მოხდება, თუ სესხის გადახდას დავაგვიანებ?
გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგერიცხება პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ის.
რა გზით უნდა დავფარო ოქროს სესხი?
სესხის დაფარვა შეგიძლია ,,ლიდერ კრედიტის" ფილიალებში, ასევე პარტნიორი ბანკების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით, მობილური ან ინტერნეტ ბანკინგის გამოყენებითა და საგადახდო ვებგვერდების საშუალებით.