logo
  • მთავარიLets start here
    • კომპანიის შესახებ
    • ფინანსური ინფორმაცია
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • +995322730073
  • ge
    English Georgian
  • ჩემი კაბინეტი
  • ge
    English Georgian
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
    • მეტი
  • ვერცხლის ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები
logo
ლიდერ კრედიტი

ელ-ფოსტა

info@leadercredit.ge

მობ. ტელეფონი

+995322730073
  • მთავარიLets start here
    • კომპანიის შესახებ
    • ფინანსური ინფორმაცია
  • ფილიალებიBranches
  • კონტაქტიGet in touch
  • ავტო ლომბარდი
  • ოქროს ლომბარდი
    • ოქროს ლომბარდი
    • მეტი
  • ვერცხლის ლომბარდი
  • ვალუტის კურსის გაცვლა
  • ფულადი გზავნილები

ოქროს სინჯი: რა არის და რას განსაზღვრავს ის ?

ოქროს ნაკეთობის შეძენა-გაყიდვისას პირველად იმას გკითხავენ თუ რამდენია მისი სინჯი, რადგან ეს საკითხი შეფასებისათვის იმდენადვე მნიშვნელოვანია ოქროსთვის, რამდენადაც კარატი ბრილიანტისთვის.

აღსანიშნავის, რომ ოქროს სინჯი არ არის მხოლოდ რიცხვი, რომელიც ბეჭედზე, სამაჯურზე ან საყურეზეა დატანილი. ის ნაკეთობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

ლიდერ კრედიტი მიკრო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს ერთგულად ემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის ბევრჯერ უკითხავთ — რა განსხვავებაა 585 და 750 სინჯებს შორის? რომელია უკეთესი? როგორ შევამოწმოთ სინჯის ნამდვილობა? ამ და სხვა შეკითხვებს ბლოგში ვუპასუხებთ.

რა არის ოქროს სინჯი?

ოქროს ნივთები სუფთა ოქროთი არ მზადდება, რადგან ის ძალიან რბილია და ხელში დაჭერითაც კი ფორმას იცვლის. ამიტომ, სიმტკიცისა და გამძლეობის გასაზრდელად, ოქრომჭედლები მას სპილენძს, ვერცხლს, თუთიასა და ნიკელს ურევენ.

სინჯი შენადნობში ოქროსა და დანარჩენი ლითონების წილს გვიჩვენებს. მაგალითად, თუ ბეჭედი 750 სინჯის მქონეა, ეს ნიშნავს, რომ შენადნობში 75% სუფთა ოქროა, დანარჩენი კი სხვა ლითონები.

გაფრთხილება: ტექნიკურად სუფთა ოქრო არ არსებობს, რადგან მისი თვისებებიდან გამომდინარე, მიღება შეუძლებელია. ამიტომ, ტერმინი ,,სუფთა ოქრო” 999-იან სინჯს მოიაზრებს, რომელშიც ის 99.9%-იანი შემცველობითაა.

რატომ არის ოქროს სინჯი მნიშვნელოვანი? ნივთის რეალურ ღირებულებას სწორედ მასში არსებული სუფთა ოქროს რაოდენობა განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია სინჯი, მით უფრო მეტია ოქროს შემცველობა და, შესაბამისად, მეტია ღირებულებაც.

სისტემები, რომლებითაც ოქროს სინჯი იზომება

ოქროს სისუფთავის გასაზომად ორი ძირითადი სისტემა გამოიყენება: კარატი და სინჯი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისტემა ერთსა და იმავე ელემენტს, ოქროს ზომავს, მათ შორის მაინც არის გარკვეული განსხვავებები.

კარატის სისტემა ოქროს 24 ნაწილად ყოფს. როდესაც სამკაულზე აღნიშნულია 18K, ეს ნიშნავს, რომ ის 18 წილი ოქროსა და 6 წილი სხვა ლითონებისაგან შედგება. ეს სისტემა ძირითადად ამერიკასა და ბრიტანეთში გამოიყენება.

სინჯის სისტემა კი ძვირფას მეტალს 1000 ნაწილად ყოფს. მაგალითად, როდესაც დატანილია ოქროს სინჯი 750, იგულისხმება, რომ ყოველი 1000 ნაწილიდან 750 სუფთა ოქროა. ეს სისტემა უფრო გავრცელებულია აზიასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოში.

კარატი

სინჯი

ოქროს შემცველობა

24K

999

99.9%

22K

916

91.6%

18K

750

75.0%

14K

585

58.5%

10K

417

41.7%

9K

375

37.5%

რა გავლენას ახდენს სინჯი ოქროს ფიზიკურ თვისებებზე?

ოქროს სინჯი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ფიზიკურ მახასიათებლებზე. სინჯის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ფერი, სიმტკიცე და მედეგობა.

ნაკეთობის ფერს ოქროს კონცენტრაცია განსაზღვრავს

ფერი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელია. სუფთა, 999 სინჯის მქონე ოქროს კაშკაშა, მუქი ყვითელი ფერი აქვს, რომელიც სინჯის შემცირებასთან ერთად ფერმკრთალდება. მაგალითად, 585 სინჯის ოქრო უკვე ნაკლებად ინტენსიური ფერისაა, ხოლო 375 სინჯის ოქრო ძალიან ღიაა.

სხვადასხვა ლითონის დამატებით ოქროს ფერის სრულიად შეცვლაც კი შეიძლება. როდესაც მას ვერცხლს ან პალადიუმს ურევენ, თეთრი ოქრო მიიღება. სპილენძის დამატება ვარდისფერ ფერს იძლევა, თუთიის ან კადმიუმის შერევით კი, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მწვანე ოქროს მიიღება.

მოქნილობა და გამძლეობა

სინჯთან მჭიდროდაა დაკავშირებული სიმყარე და გამძლეობა. სუფთა ოქრო ძალიან რბილია, იმდენად, რომ ერთი გრამი ოქრო შეიძლება 1 კვ.მ ზედაპირის ზომის ფურცლად იქცეს. ამ თვისების გამო ის იდეალურია ნახატებისა და ჩარჩოების დაფარვისათვის, თუმცა ეს მოქნილობა პრობლემურია სამკაულებისათვის. სუფთა ოქროსაგან გამოჭედილი სამაჯური ადვილად დაიკაწრება და დეფორმირდება.

ამრიგად, რაც უფრო დაბალია სინჯი, მით უფრო მტკიცეა ოქრო. 585 სინჯის ოქრო ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე 750, ხოლო 417 სინჯის ოქრო კიდევ უფრო მეტად უძლებს ყოველდღიურ გამოყენებას. ეს ხდება იმიტომ, რომ დამატებული ლითონები — სპილენძი, ვერცხლი და თუთია – ოქროს ატომებს შორის კავშირებს აძლიერებს.

მედეგობა დაჟანგვისა და კოროზიის მიმართ

სუფთა ოქრო პრაქტიკულად არ რეაგირებს არც ჟანგბადთან და არც ქიმიურ ნივთიერებებთან. სწორედ ამიტომ, ათასობით წლის წინანდელი ოქროს არტეფაქტები დღესაც ისე ბრწყინავს, თითქოს ახალი იყოს.

თუმცა, რაც უფრო დაბალია სინჯი, მით უფრო მეტია სხვა ლითონების შემცველობა, რომლებიც შეიძლება დაჟანგდეს ან გამუქდეს.

ამ მიზეზით, დაბალი სინჯის ოქრო, განსაკუთრებით ვარდისფერი ოქრო, რომელიც დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს, შეიძლება დროთა განმავლობაში ოდნავ შეიცვალოს. ეს არ ნიშნავს, რომ ნივთი ფუჭდება, უბრალოდ, მასში შემავალი სხვა ლითონები გარემოსთან რეაგირებს.


ოქროს სინჯი (კარატი)

ფერი და გარეგნობა

გამძლეობა

ტიპური გამოყენება

999 (24K)

კაშკაშა ყვითელი

ძალიან რბილია, ადვილად იკაწრება და იცვლის ფორმას

საინვესტიციო ზოდები, მონეტები, კოსმეტიკური პროდუქტები

916 (22K)

ოქროსფერი

რბილი, მაგრამ 999-იან სინჯზე უფრო მტკიცე

ტრადიციული სამკაულები, საინვესტიციო მონეტები

750 (18K)

ინტენსიური ფერი

საკმარისად მტკიცე ყოველდღიური ტარებისთვის

მაღალი ხარისხის სამკაულები, ნიშნობის ბეჭდები, საათები

585 (14K)

ნაკლებად ინტენსიური ფერი

გამძლეა, ნაკლებად იკაწრება

ყოველდღიური სამკაულები, ნიშნობის ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები

417 (10K)

გაცრეცილი ყვითელი

გამძლე, ადვილად არ იკაწრება

დაბალბიუჯეტიანი სამკაულები

375 (9K)

მოყვითალო-მოთეთრო

ძალიან გამძლე

იაფფასიანი სამკაულები

როგორ შევამოწმოთ ?

როგორც აღინიშნა, ოქროს სინჯის შემოწმება ყიდვა-გაყიდვისას ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • ვიზუალური შემოწმება ყველაზე მარტივია. ოქროს ნაკეთობებს, როგორც წესი, აქვს ნიშანი — აწერია 585, 750 ან 916 — რომელიც სინჯის რაოდენობას აჩვენებს. თუმცა, ეს მეთოდი ყოველთვის სანდო არ არის, რადგან ამ აღნიშნავს ხშირად ყალბ ნაკეთობებზეც აკეთებენ.

  • მაგნიტური ტესტიც მარტივი მეთოდია. სუფთა ოქრო არ არის მაგნიტური, ამიტომ თუ ნაკეთობა მაგნიტით მიიზიდება მაშინ, ის ან ყალბია, ან დიდი რაოდენობით ლითონებს შეიცავს. თუმცა, ეს ტესტიც არ არის აბსოლუტურად ზუსტი.

  • თანამედროვე მეთოდებიდან გამოირჩევა ელექტრონული ტესტერები, რომლებიც ნაკეთობის ელექტროგამტარობას ზომავს და ზუსტად განსაზღვრავს მასში შემავალი ლითონების სახეობებსა თუ რაოდენობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები საკმაოდ ეფექტურია, ოქროს შეფასება მაინც პროფესიონალებს უნდა ანდოთ. ,,ლიდერ კრედიტის” ექსპერტები საერთაშორისო სტანდარტებით აფასებენ ოქროს — ადგენენ მის სინჯს, წონასა და მდგომარეობას, რაც საშუალებას გაძლევთ ნივთის რეალური ღირებულება გაიგოთ.

შეაფასე ოქრო ლიდერ კრედიტში, გაიგე მისი რეალური ღირებულება და ისარგებლე ფინანსური შესაძლებლობებით

,,ლიდერ კრედიტში” ოქროს შეფასება სწრაფი და მარტივი პროცესია. ჩვენი გამოცდილი გუნდი სულ რამდენიმე წუთში განსაზღვრას ოქროს სინჯს, წონასა და მის ღირებულებას.

შეფასების დროს ვითვალისწინებთ ოქროს მიმდინარე საბაზრო ღირებულებას, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად რეალისტური ფასი შემოგთავაზოთ.

რისთვის არის ეს მომსახურება? თუ გსურს გაიგო შენი ოქროს ნაკეთობების ღირებულება, გეგმავ გაყიდვას ან დალომბარდებას, ან უბრალოდ გაინტერესებს, რამდენად ნამდვილია ის მაშინ, ჩვენი შეფასების სერვისი სწორედ შენთვისაა. სერვისით სარგებლობისათვის ესტუმრე ლიდერ კრედიტის ფილიალებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და გაიგე რა ღირს ოქროს ნაკეთობა, რომელსაც ფლობ.

შეფასების შემდეგ, თუ ოქროს ფულად გადაქცევას გადაწყვეტ, ოქროს ლომბარდს საუკეთესო პირობებით გთავაზობთ — კონკურენტული საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 18%, რაც ეფექტური განაკვეთით 19.56%-ია.

სესხის ვადა 1-დან 36 თვემდეა განსაზღვრული, ხოლო თანხა 200 ლარიდან 200,000 ლარამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია აიღო ზუსტად იმდენი თანხა, რამდენიც გჭირდება, ზუსტად იმ ვადით, რომელიც შენთვისაა მოსახერხებელი.

ლიდერ კრედიტი გთავაზობთ გადახდის სამ განსხვავებულ მოდელს:

  1. მხოლოდ პროცენტის გადახდა;

  2. პროცენტისა და ძირის ერთდროული გადახდა;

  3. მხოლოდ პროცენტის გადახდა სამ თვეში ერთხელ.

ოქროს ლომბარდი იდეალური გამოსავალია მაშინ, როცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა, ბიზნესის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გჭირდება.

დაინტერესების შემთხვევაში გაიგე მეტი ოქროს ლომბარდის შესახებ!

დაბოლოს, ოქროს ნივთის შეძენისას განიხილეთ არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე, არამედ სინჯის მაჩვენებელიც, რადგან ეს ნაკეთობის ღირებულებასა და გამძლეობაზე აისახება.

თუ გსურს იმ ოქროს ნივთების ზუსტი ღირებულება გაიგო, რომლებსაც ფლობ, მოგვმართე და ეს საკითხი პროფესიონალებს მიანდვე.



ვებსაიტის გამართულად მუშაობისთვის ვიყენებთ მხოლოდ ერთ აუცილებელ session cookie-ს.
ის არ ინახავს თქვენს ინფორმაციას და ქრება, როგორც კი დახურავთ ბრაუზერს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „მზა ჩანაწერების (COOKIES) პოლიტიკა“-ს.

მისო „ლიდერ კრედიტი“ დაარსდა 2011 წელს. ამავე წელს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.

პრეტენზიის ფორმა

კონტაქტი

  • +995322730073
  • info@leadercredit.ge
  • თბილისი, თამარ მეფის #11
  • ფილიალები

ნავიგაცია

  • პროდუქტები
  • აქციები და სიახლეები
  • ბლოგი
  • კარიერა ჩვენთან

სიახლეების გამოწერა

Copyright ©2026 ლიდერ კრედიტი