ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა ნაცნობი პროცესია — საზღვარგარეთიდან ერთხელ მაინც მიიღებდი გზავნილს და შემდეგ ლარში გადაახურდავებდი, ონლაინ მაღაზიებში კი დოლარითა ან ევროთი სასურველ ნივთებს იყიდდი, ან შეიძლება დანაზოგს ინახავ უცხოურ ვალუტაში.
ეს პროცესი ბევრჯერ გაგივლია და, ერთი შეხედვით, რთულადაც არ გეჩვენება. თუმცა, სწორედ ამ თითქოს რუტინული ოპერაციის შესრულებისას შეიძლება შეცდომები დაუშვა.
,,ლიდერ კრედიტი”, როგორც სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ვალუტის საუკეთესო კურსს გთავაზობთ. თუმცა, სანამ თანხას გადაახურდავებდე, წაიკითხე ეს ბლოგი, რათა პოტენციური დანაკარგებისაგან თავი დაიცვა.
ვალუტის კურსზე ერთი ქვეყნის ფული მეორე ქვეყნის ფულად ერთეულშია გამოსახული. მაგალითად, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.80 ლარის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ ერთი დოლარის საყიდლად ან გასაყიდად დაახლოებით ამ რაოდენობის თანხა დაგჭირდება. თუმცა, სავალუტო პუნქტებსა და ბანკებში ყოველთვის ორი, გაყიდვისა და ყიდვის კურსია მოცემული. რას ნიშნავს ეს?
გაყიდვის კურსი: ეს ის მაჩვენებელია, რომლითაც ბანკი ან სავალუტო პუნქტი უცხოურ ვალუტას — დოლარი, ევრო, ლირა და ა.შ. — მოგყიდით. მაგალითად, თუ 100 დოლარის ყიდვა გსურთ, გაყიდვის კურსით უნდა განსაზღვროთ რამდენი ლარი დაგჭირდებათ. როგორც წესი, ყიდვის კურსთან შედარებით, გაყიდვის უფრო მაღალია ხოლმე.
ყიდვის კურსი: ეს არის კურსი, რომლითაც ბანკი ან სავალუტო პუნქტი თქვენგან
უცხოურ ვალუტას ყიდულობს. რადგან თქვენ ყიდით, ისინი კი ყიდულობენ, ეს კურსი უფრო დაბალია.
მოულოდნელად ვალუტის გადაცვლა ყველას დაჭირვებია, მაგალითად, უცხო ქვეყანაში გაფრენამდე აეროპორტში გადაგიხურდავებია, მოგზაურობისას კი დოლარი ან ევრო ტურისტულ ზონაში შეგიძენია. ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, არ არსებობს დრო და საშუალება, რომ კურსები ერთმანეთს შეადაროთ და უკეთესი პირობები ეძიოთ. ამ მოცემულობას ოსტატურად იყენებენ სტრატეგიულ ადგილებში განთავსებული გადამცვლელი ჯიხურები, სადაც მომხმარებლისთვის წამგებიანი კურსით ხდება კონვერტაცია. ამის დასტურად, ფინანსური ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთ ობიექტებში კურსი ხშირად 8-10%-ით წამგებიანია.
თუ მოგზაურობა უკვე დაგეგმილი გაქვთ, უმჯობესია, ვალუტის კონვერტაციის საკითხი წინასწარ მოაგვაროთ. შედეგად, მშვიდად შეადარებთ სხვადასხვა სავალუტო პუნქტების მიერ შემოთავაზებულ პირობებს და ყველაზე მომგებიან ვარიანტს შეარჩევთ.
დიდ ქალაქებში ვალუტის გადასაცვლელი ჯიხურები მრავლადაა, თუმცა ყველა მათგანი სანდო არ არის. ქუჩაში, საეჭვო რეპუტაციის მქონე პატარა ჯიხურებში ან არაოფიციალურ პირებთან ე.წ. ,,ხელიდან” ვალუტის გაცვლა ყოველთვის სარისკოა. შესაძლოა, კურსით მოგატყუონ — ტაბლოზე სხვა ეწეროს და თანხა სხვა კურსით დათვალონ, უკიდურეს შემთხვევაში კი ყალბი კუპიურები მოგცენ. მაგალითად, 2021 წლის ივლისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოავლინა ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც მომხმარებლებს კურსის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგაჩნიათ და თანხის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ფინანსური უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მიმართეთ ოფიციალურ და ლიცენზირებულ ადგილებს, მაგალითად, ბანკის ფილიალებსა და სანდო სავალუტო პუნქტებს, ან გვესტუმრეთ — ლიდერ კრედიტის ფილიალები იხილეთ აქ — და გადაცვალეთ თანხა მომგებიანი კურსით, ყოველგვარი საფრთხის გარეშე.
ბევრი ადამიანი ვალუტის გადაცვლისას უპირატესობას კომერციულ ბანკებს ანიჭებს, რადგან სანდო და უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა, რაც სავსებით მართალია. თუმცა, როგორც წესი ოფიციალურ ბანკებში ვალუტის კურსი არც თუ ისე ხელსაყრელია ხოლმე. მაგალითად, დოლარის შესაძენად შეიძლება იმაზე მეტი ლარი დაგჭირდეთ, ვიდრე ეს ,,ლიდერ კრედიტთან” თანამშრომლობის შემთხვევაში იქნებოდა.
უსაფრთხოებაზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ ღირს — ყოველთვის მიმართეთ ლიცენზირებულ და სანდო დაწესებულებებს. თუმცა, სანდო ვარიანტებს შორის, აუცილებელია კურსების შედარება. ესტუმრეთ მხოლოდ იმ პუნქტს, სადაც ვალუტის გაცვლა საუკეთესო კურსით არის შემოთავაზებული.
ვალუტის კურსი მუდმივად იცვლება. ეს ცვლილებები შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ თუ საქმე დიდი თანხის კონვერტაციას ეხება, მინიმალურმა რყევებმაც კი შეიძლება შესამჩნევი ფინანსური სხვაობა — დადებითი ან უარყოფითი — განაპირობებს.
ვალუტის კურსის მერყეობა, ოქროს ფასის მსგავსად, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამ ცვლილებების იგნორირება, განსაკუთრებით დიდი თანხის კონვერტაციისას, შეიძლება სერიოზულ ფინანსურ დანაკარგად იქცეს.
რა თქმა უნდა, ვალუტის კურსის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, თუ დრო გაქვს კურსის ბოლოდროინდელ ტენდენციას დააკვირდი. სტატისტიკის სანახავად შეგიძლია ფინანსური ვებგვერდები ან აპლიკაციები გამოიყენო. ზოგ შემთხვევაში, რისკის შესამცირებლად, უმჯობესია თანხა რამდენიმე ნაწილად, სხვადასხვა დროს გადაცვალო.
ვალუტის გაცვლა მარტივი ფინანსური ოპერაციაა, თუმცა როგორც ვნახეთ, არასწორმა მიდგომამ შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვიოს. აეროპორტებსა და ტურისტულ ზონებში არახელსაყრელი კურსით კონვერტაცია, არასანდო პუნქტებით სარგებლობა, მხოლოდ ბანკებზე დაყრდნობა და ეკონომიკური ტენდენციების იგნორირება — ეს ის ძირითადი შეცდომებია, რომელთა თავიდან აცილებაც აუცილებელია.
ამრიგად, ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია:
- წინასწარ დაგეგმოთ ვალუტის გაცვლის პროცესი;
- შეადაროთ კურსები სხვადასხვა სანდო დაწესებულებებში;
- მხოლოდ ლიცენზირებულ პუნქტებთან ითანამშრომლოთ;
- გაითვალისწინოთ ეკონომიკური ტენდენციები და ვალუტის კურსის მერყეობა.
,,ლიდერ კრედიტში” ვალუტის გაცვლას გამჭვირვალე პროცესითა და კონკურენტული კურსით შეძლებ. თუმცა, ეს სერვისების მხოლოდ ნაწილია, მოულოდნელი ხარჯების დასაფარად, ოქროსა და ავტო ლომბარდს საუკეთესო პირობებით გთავაზობთ.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, დაზოგეთ თანხა და გახადეთ ფინანსური ოპერაციები უფრო ეფექტური.