1 აპრილიდან კომპანია „ლიდერ კრედიტი“ იწყებს ახალ სოციალურ ინიციატივას - საქველმოქმედო კამპანიას „შეცვალე მომავალი“, რომლის მიზანიცაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერა და მათი განათლების ხელშეწყობა.
კამპანიის ფარგლებში, თითოეული განხორციელებული კონვერტაციიდან 10 თეთრი სპეციალურ ფონდში გადაირიცხება. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება იმ ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებს, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.
ამ მნიშვნელოვან საქმეში „ლიდერ კრედიტის“ პარტნიორია „საქართველოს კარიტასი“- ორგანიზაცია, რომელიც 1994 წლიდან აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით და მრავალ ადამიანს ეხმარება უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნაში.
კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო ამ პერიოდში დაგროვილი თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.
მოდი, ერთად შევიტანოთ ჩვენი წვლილი და დავეხმაროთ ბავშვებს უკეთესი მომავლის შექმნაში - მცირე ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!